გაკვეთილის გეგმა №
მასწავლებლის სახელი, გვარი :
პირადი ნომერი:
საგანი: რუსული ენა
სწავლების საფეხური/ კლასი:საბაზო ,7
მოსწავლეთა ( მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა: ....
გაკვეთილის თემა: ,,ოჯახი“.დიალოგის აუდირება ; ახალი ლექსიკური და გრამატიკული კონსტრუქციების ,,Он похож (на кого…;на что…“) ინტერაქციაში გამოყენება .
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
Ø საკომუნიკაციო სიტუაციაში გამოიყენოს ნასწავლი კონსტრუქციები,,Он похож (на кого…;на что…“) ”და ლექსიკა თემაზე ,, ჩემი ოჯახი“.
Ø მოსმენილი დიალოგის გაგება-გაანალიზება და შესაბამისი დავალების შესრულება ;
Ø დიალოგის მოსმენის შემდეგ ისაუბროს ნინას ოჯახის წევრებზე ;
Ø აღწერენ საკუთარი ოჯახის მოდელის მიედვით:,,Я похож на …”, ,, Мой брат похож на.. “
Ø საკუთარი თავისა და წყვილების შეფასება რუბრიკების მიხედვით.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლი გეგმის მოთხოვნებთან:
IIუცხ.საბ.2. ტექსტის გაგებამდე, გაგების პროცესში და გაგების შემდგომ შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება ტექსტის გაგება-გააზრების პროცესებისა და ენობრივ-გრამატიკული ცოდნის გაუმჯობესების ხელშესაწყობად;
IIუცხ.საბ. 3.ტექსტის გააზრებისას, კომუნიკაციისას წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება, მათი გადაჭრის გზების დადგენა (სწავლის პროცესის მართვა - მეტაკოგნიტური სტრატეგია).ხელშესაწყობად;
IIუცხ.საბ. 4. ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციებში ზეპირი კომუნიკაციის დამყარება ნასწავლი სამეტყველო მოქმედებებისა და ენობრივ-გრამატიკული ცოდნის გამოყენებით;
საგნობრივი თემა შეესაბამება მოცემულ სასწავლო პერიოდს . გეგმაში ასახულია საბაზო საფეხურის მე-7 კლასის პროგრამული მასალა,დამატებითი აუდიო რესურსი- ჩემ მიერ შესრულრბული დიალოგის აუდიოჩანაწერი და რესურსი https://present5.com/fragment-vneklassnogo-meropriyatiya-model-genealogicheskogo-dereva-vashej-semi/ არის გაკვეთილის თემის, ასაკობრივი ინტერესების და ენობრივი კომპეტენციების გათვალისწინებით.გაკვეთილი უზრუნველყოფს მეორე უცხო ენის სტანდარტით გათვალისწინებულ მიმართულებებს- ტექსტის მოსმენა/წაკითხვა და გაგება (რეცეფციული უნარები) , წერა და ლაპარაკი (პროდუცირება).
N | აქტივობის მიზანი და აღწერა | გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები | კლასის ორგანიზების ფორმა/ ფორმები | სასწავლო რესურსები | დრო (წთ) 40 |
1 | ფაზა I აქტივობა 1 საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზანია მოსწავლეთა მობილიზება საგაკვეთილო პროცესისათვის;
2.სიის ამოკითხვა; 3.მოსწავლეთათვის თემის, გეგმის და მიზნის გაცნობა; -,,დღევანდელი თემაა: ,,ოჯახი“.დიალოგის აუდირება ; ახალი ლექსიკური და გრამატიკული კონსტრუქციების ,,Он похож (на кого…;на что…“) ინტერაქციაში გამოყენება . გეგმაში არის: · საშინაო დავალების შემოწმება -№…. -ზეპირად , საკუთარი ოჯახის ,,საგვარეულო ხის“ შექმნა. · აუდიოჩანაწერის - დიალოგის მოსმენა და გაგება; · ახალი კონსტრუქციბის სწავლა და გამოყენება მეტყველებაში. 4 შეფასების კრიტერიუმების გაცნობა (იხ.დან.№1) | საორგანიზაციო საკითხების მოგვარება |
საკლასო |
შეფასების სქემები საკლასო ჟურნალი, ცარცი, კალამი. |
3წთ. |
2 | აქტივობა 2 აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზანია - მოსწავლეებმა გამოიყენონ შესაბამისი ლექსიკური და ენობრივი მასალა გაკვეთილის მიზნის მისაღწევად. საშინაო დავალების შემოწმება- №…. საკუთარი ოჯახის ,,საგვარეულო ხის“ შექმნა და ნამუშევრის წარდგენა. |
მეთოდი: ნასწავლი ლექსიკო- გრამატიკული ფორმების სააზროვნო პირდაპირი ლინგვისტური მეთოდი. |
ინდივიდუალური
|
სახელმძღვანელო ,,Русский язык “ 7 კლასი ავტორი -მარინა ბარსეგოვა; სამუშაო რვეული. ცარცი,ოჯახის ნახატები/ფოტოები, რვეული.
|
7 წთ.
|
3 | ფაზა II აქტივობა 3 აქტივობის მიზანი: ენობრივი კომპეტენციის დონის ამაღლება; მოსმენილი დიალოგის გაგება- გააზრება; სა ინტერაქციაში ახალი გრამატიკული კონსტრუქციების ჩართვა. აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ინტერაქტიულ თამაშს,,ოჯახის წევრები “ ( დანართი № 2 ) და იმეორებს თემატურ ლექსიკას, შემდეგ წერს დაფაზე მაგალითებს : 1) Я похож ( на кого?) на сестру. 2) Он похож (на кого?) на отцаю\. 3) Планшет похож ( на что?) на книгу. მოსწავლეები ზეპირად ასრულებენ მსგავს დავალებას №…..
|
მეთოდები:
პირდაპირი სააზროვნო-ლინგვისტური.
ინტერაქტიული
კითხვის ძიებითი მეთოდი |
ინდივიდუალური;
| სახელმძღვანელო ,,Русский язык “ 7 კლასი ავტორი -მარინა ბარსეგოვა; სამუშაო რვეული.
რვეული. ცარცი, სამუშაო რვეული, ფანქრები, კალმები. თამაში https://present5.com/fragment-vneklassnogo-meropriyatiya-model-genealogicheskogo-dereva-vashej-semi/ხელს უწყობს თემატური ლექსიკის უკეთ გაგებას
|
12 წთ. |
4
5 | ფაზა III აქტივობა 4 მიზანი- ენობრივი კომპეტენციის დონის ამაღლება; ლექსიკური მარაგის გამდიდრება; ძიებითი კითხვის უნარის განვითარება; აქტივობის აღწერა: მოსწავლეები უსმენენ აუდიოჩანაწერს და პირველი მოსმენის დროს სამუშაო რვეულიდან ასრულებენ დავალებებს №...... -მეორე მოსმენის შემდეგ კი №.... მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას: დავალების შესრულებისთვის გაქვთ -6 წთ. პასუხისთვის 2 წთ. აქტივობა 5 მოსწავლეები ყვებიან საკუთარ თავზე და ოჯახის წევრებზე მოდელის მიედვით:,,Я похож на …”, ,, Мой брат похож на.. “ და აჩვენებენ ფოტობს ან ნახატებს. პასუხისთვის- 2 წუთი |
მეთოდი:
აუდიოლინგვისტური
ვიხუალიზაციის მეთოდი |
ინდივიდუალური | დინამიკი ;
დიალოგის ,,ოჯახი“აუდიოჩანაწერი აუდირების დროს დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ და დაიმახსოვრონ ნასწავლი ენობრივი კონსტრუქციები .
მოსწაბლეების ნახატები/ფოტოქბი დაეხმარებათ მათ გაკვეთილის მიზნის მიღწევაში |
11 წთ.
3 წთ. |
5 | აქტივობა 6 გაკვეთილის შეფასება და საშინაო დავალების მიცემა. მიზანი - შეფასების და თვითშეფასების უნარის განვითარება. 1)მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას და რეკომენდაციებს. 2)მასწავლებელი აფასებს წაკითხულ დავალებას განმსაზღვრელი შეფასებით ,,ზეპირი დავალების შეფასების“ რუბრიკების მიხედვით.(იხ.დანართი №1) საშინაო დავალება:…. | გაკვეთილზე გამოიყენება მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება (იხ.დანართი №1)
| საკლასო | დანართი № 1 ,,გაკვეთილზე გამოიყენება მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება“
| 4 წთ. |
No comments:
Post a Comment