Thursday, May 30, 2019

უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები

უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები

უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს:


  • განუვითარდეს პლურილინგვური*(მრავალენობრივი) კომპეტენცია;
  • განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
  • გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
  • ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
  • განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
  • მოემზადოს თანამოღვაწეობისათვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან;
  • განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.

  • ამ საგანმანათლებლო მიზნიდან გამომდინარე, უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ეს ამოცანები სამ კატეგორიად დაიყოფა:
    სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:


  • გრამატიკული, ლექსიკური ცოდნა;
  • მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
  • უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
  • ტექსტის სახეებისა და მათი მახასიათებლების ცოდნა;
  • წერის, მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა;

  • სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება: 


  • სამეტყველო უნარ-ჩვევები;
  • ენობრივი უნარ-ჩვევები;
  • სტრატეგიული უნარ-ჩვევები;
  • ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა და სხვა;

  • დამოკიდებულებების ჩამოყალიბება:


  • ინდივიდუალური მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
  • ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;
  • კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
  • პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
  • ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ;
  • უცხოური ენების სწავლის სურვილი.


  • *მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია. მრავალენობრივი კომპეტენცია არის ადამიანის შინაგანი უნარი, დაეუფლოს და გამოიყენოს ენა/ენები. ნებისმიერ საგანში ცოდნასა და უნარებს მოსწავლე ენობრივი აქტივობების საშუალებით იძენს. შესაბამისად, ყველა საგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მოსწავლის მრავალენობრივი კომპეტენციის განვითარებაში;
    წყარო 

    Русский для детей.

    განათლების უფლება.




    „...განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გაზრდისკენ...“

    ადამიანის უფლებათა საყოველთაო
    დეკლარაცია, 26-ე მუხლი

    პრეისტორია და შინაარსი

    ევროპაში განმანათლებლობის ეპოქამდე განათლება მშობლებისა და ეკლესიის პასუხისმგებლობის საგანს წარმოადგენდა. მხოლოდ თანამედროვე საერო სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ერთად გახდა განათლება საზოგადოების საზრუნავი. XVI-XVI I საუკუნეებში ცნობილი ფილოსოფოსები ჯონ ლოკი და ჟან ჟაკ რუსო საკუთარ ნაშრომებში განათლების უფლების თანამედროვე კონცეფციას ეხებოდნენ.

    XIX საუკუნეში სოციალიზმისა და ლიბერალიზმის გაჩენასთან ერთად განათლება ადამიანის უფლებების სფეროში მოექცა. აქედან მოყოლებული განათლების ფუნდამენტური უფლება და სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს უფასო განათლება აისახა სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციებში, აგრეთვე არასაკონსტიტუციო კანონმდებლობაში. მეოცე საუკუნის განმავლობაში განათლების უფლება ჩაიდო სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებაში.

    XXI საუკუნეში თითქმის მილიარდმა წერა-კითხვის უცოდინარმა ადამიანმა შეაბიჯა. ეს მსოფლიოს მოსახლეობის მეექვსედი ან ინდოეთის მთელი მოსახლეობაა და ეს რიცხვი დღითიდღე მატულობს.

    განათლების უფლება შეიძლება დახასიათდეს, როგორც „შესაძლებლობის უფლება“. ეს უფლება ადამიანს საშუალებას აძლევს, უკეთ წარმართოს საკუთარი ცხოვრება, განივითაროს პიროვნება, შეიძინოს ის ცოდნა და უნარჩვევები, რაც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების თანაბარი შესაძლებლობისთვის, შეითვისოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისა და შემწყნარებლობის ფასეულობები, მოემზადოს აქტიური და პასუხისმგებელი მოქალაქეობისთვის. ერთი სიტყვით, განათლების უფლება ადამიანს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს სხვა უფლებებით.

    მრავალი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლების გამოყენება, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება, დამოკიდებულია განათლების მინიმალურ დონეზე მაინც. აგრეთვე ზოგიერთი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლების გამოყენება, მაგალითად სამუშაოს არჩევის უფლება, თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების უფლება, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის შედეგებით სარგებლობის უფლება და უმაღლესი განათლების მიღების უფლება, შესაძლებელია მხოლოდ განათლების გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ. იგივე მართებულია კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეთნიკური და ენობრივი უმცირესობებისთვის განათლება საკუთარი კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განმტკიცების ძირითადი საშუალებაა.

    განათლებას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას, ტოლერანტულობას, ერებსა და უმცირესობებს შორის პატივისცემასა და მეგობრობას და ადამიანის უფლებების უნივერსალური კულტურის ჩამოყალიბებას.

    განათლება უფრო მეტია, ვიდრე კითხვის, წერის ან დათვლის სწავლა. თვითონ სიტყვას „Educatio („განათლება“) ლათინური საფუძველი აქვს და ნიშნავს „ვინმეს გაძღოლას“. ადამიანის განათლების უფლება მოიცავს დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას. უამრავი ადამიანი მოკლებულია დაწყებით განათლებასაც კი, ამიტომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენაზე უფასო დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას და სავალდებულოობას.


    განათლების უფლებისა
    და სახელმწიფო ვალდებულებების შინაარსი

    განათლების უფლებას მყარი საფუძველი აქვს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალში. ის განმტკიცებულია ადამიანის უფლებების მრავალ უნივერსალურ და რეგიონულ დოკუმენტში.

    განათლების ფუძემდებლური უფლება ხელისუფლებისგან მოითხოვს გარკვეულ ქცევას თითოეული ადამიანის მიმართ. სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს, დაიცვას და შეასრულოს განათლების უფლება.

    პატივისცემის ვალდებულება სახელმწიფოს უკრძალავს აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების საწინააღმდეგო ქცევას, ამ უფლებების აღსრულებაში ჩარევას ან მის შეზღუდვას. სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ მშობელთა თავისუფლებას, შვილებისათვის შეარჩიონ კერძო ან სახელმწიფო სკოლა, უზრუნველყონ მათი რელიგიური და მორალური განათლება საკუთარი რწმენის შესაბამისად. საჭიროა თანასწორი მიდგომა როგორც გოგონებისა და ბიჭების სწავლებისადმი, ისე ყველა რელიგიურ, ეთნიკურ თუ ენობრივ ჯგუფთან მიმართებაში.

    დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს, საკანონმდებლო ან სხვა საშუალებით აღკვეთოს და აკრძალოს ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა მესამე პირის მიერ. სახელმწიფო უნდა იყოს იმის გარანტი, რომ კერძო სკოლები არ მიმართავენ დისკრიმინაციულ პრაქტიკას ან მოსწავლეთა ფიზიკურ დასჯას.

    შესრულების ვალდებულება შეიძლება დახასიათდეს, როგორც უფლების თანმიმდევრული რეალიზაციის ვალდებულება. უნდა განვასხვაოთ წარმართვისა და დასრულების ვალდებულებებიც.

    წარმართვის ვალდებულება ეხება სახელმწიფოს მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელებას. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის თანახმად, იმ სახელმწიფოებმა, სადაც ჯერ არ არის უფასო და სავალდებულო დაწყებითი განათლება, „უნდა შეიმუშაონ მოქმედების დეტალური გეგმა უფასო და სავალდებულო განათლების პრინციპის თანმიმდევრული დანერგვისთვის შესაფერისი დროის განმავლობაში“.

    აუცილებელი სტანდარტები:

    უფასო და სავალდებულო დაწყებითი განათლება;

    ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალო განათლება;

    გონებრივი შესაძლებლობების შესაბამისად ყველასათვის ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლება;

    გაძლიერებული ფუნდამენტური განათლება მათთვის, ვისაც არასრული დაწყებითი განათლება აქვს;

    წერა-კითხვის უცოდინარობისა და გაუნათლებლობის აღმოფხვრა საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების საჭიროებების გათვალისწინებით.

    ამრიგად, განათლების უფლების მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:

    განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება თანასწორუფლებიანობისა და არადისკრიმინაციის პრინციპისა და ნებისმიერი სახის სკოლის არჩევის თავისუფლების საფუძველზე.

    განათლების უფლებასთან მიმართებაში სახელმწიფო ვალდებულება ოთხი ელემენტისგან შედგება: უზრუნველყოფა, ხელმისაწვდომობა, მისაღები ფორმა, ადაპტაცია.


    უზრუნველყოფა

    სავალდებულო და უფასო დაწყებითი განათლება აუცილებელი წინაპირობაა განათლების უფლების უზრუნველყოფისთვის. დაწყებითი სკოლის გარანტირებისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური ვალდებულება. მართალია, სახელმწიფო არ არის განათლების ერთადერთი მიმწოდებელი, მაგრამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი მას ავალდებულებს უკანასკნელი საშუალების უზრუნველყოფას ისე, რომ დაწყებითი სკოლა ყველა სასკოლო ასაკის ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი. თუ სკოლები არ არის საკმარისი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, სახელმწიფოს ვალდებულება ამ შემთხვევაში არ სრულდება და განათლების ხელმისაწვდომობის უფლება რეალიზებას საჭიროებს.

    საშუალო და უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა განათლების უფლების ძალზე მნიშვნელოვანი ელემენტია. „უფასო განათლების თანმიმდევრულად წარმოდგენის“ მოთხოვნა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შეუძლია თვითონ მოიხსნას საკუთარი ვალდებულებები.


    ხელმისაწვდომობა

    ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა განათლების უფლების შესრულებაზე, სულ მცირე, არსებული საგანმანათლებლო ინსტიტუტების ხელმისაწვდომობის გარანტირებით ყველა გოგონასთვის, ბიჭისთვის ქალისა და კაცისთვის თანაბრად, თანასწორუფლებიანობისა და არადისკრიმინაციულობის საფუძველზე.

    თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე შემოქმედებით მიღწევადობას. ინსტიტუტების ფიზიკური ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსებისა და უნარშეზღუდულებისთვის. შემოქმედებითი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ გამომრიცხავი ბარიერები მოხსნილი უნდა იყოს, მაგალითად, სახელმძღვანელოებიდან უნდა ამოიღონ სტერეოტიპული იდეები მამაკაცისა და ქალის როლის შესახებ, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციაში ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.


    მისაღები ფორმა

    ეს ელემენტი გულისხმობს, რომ მშობლებსა და შვილებს უნდა ჰქონდეთ მათთვის მისაღები განათლების ტიპის არჩევის უფლება, აგრეთვე უნდა არსებობდეს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებათა შექმნისა და მართვის უფლება. მოსწავლეებსა და მშობლებს აქვთ უფლება, იყვნენ თავისუფლები ინდოქტრინაციისგან, ისეთი მასალის იძულებითი სწავლისგან, რომელიც ეწინააღმდეგება მოსწავლის რელიგიურ და სხვა რწმენებს.

    სწავლების ენის საკითხი ასევე წინააღმდეგობებითაა აღსავსე. არ არსებობს საყოველთაო უფლება ენობრივი უმცირესობებისთვის, რომ მათი მშობლიური ენა ისწავლებოდეს სკოლაში. სოციალურ და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ ენის პრაქტიკა არ უნდა აიკრძალოს. უმცირესობების შესახებ საერთაშორისო დოკუმენტები ერთ მნიშვნელოვნად აღიარებენ მშობლიური ენის სწავლის უფლებას, თუმცა განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. სამწუხაროდ, ზოგიერთ უმცირესობას საკუთარი ენის სწავლის საშუალებაც არ აქვს, მაგალითად, ბოშებს ევროპაში ან ავსტრალიის აბორიგენებს.


    ადაპტაცია

    ჩვეულებრივ, ის, რასაც ბავშვი სკოლაში სწავლობს, უნდა განისაზღვრებოდეს მისი მომავალი საჭიროებების მიხედვით. განათლების სისტემა მორგებული უნდა იყოს მოსწავლეებზე და ითვალისწინებდეს ბავშვის ინტერესებს, აგრეთვე სოციალურ განვითარებას და წინსვლას როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით.

    ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ განათლების უფლებას პატივს სცემენ, იცავენ და ასრულებენ. მიუხედავად ამისა, ეს მოვალეობა მხოლოდ სახელმწიფოს არ ეკისრება. განათლების უფლების დანერგვის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაცაა.

    სახელმწიფო მოხსენებები და შედარებითი მაჩვენებლები ამ საკითხის გაკონტროლების საუკეთესო საშუალებაა. ამ ინდიკატორებით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ განათლების უფლების არათანაბარ იმპლემენტაციაზე მსოფლიოს სხადასხვა რეგიონში.

    მიუხედავად საგრძნობი წარმატებისა ბავშვებისთვის განათლების უფლების უზრუნველყოფის საკითხში, ჯერ კიდევ არსებობს მრავალი გადაუჭრელი პრობლემა: დისკრიმინაცია, უთანასწორობა, იგნორირება და ექსპლუატაცია, რომელიც ზემოქმედებს გოგონებზე, ქალებსა და უმცირესობებზე. საზოგადოებამ თავისი ძალისხმევა უნდა მიმართოს სოციალური და კულტურული წესების შესაცვლელად, რომლებიც ამ ჯგუფებს უზღუდავენ საკუთარი უფლებებით სარგებლობის საშუალებას და, ამგვარად, ხელს უწყობენ მათ დაუცველობას.


    იმპლემენტაცია და მონიტორინგი

    შექმნის დღიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აღიარა „საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობა ეკონომიკური, სოციალური კულტურული ან ჰუმანიტარული ხასიათის საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად“.

    საერთაშორისო თანამშრომლობა ინფორმაციის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გაცვლის მეშვეობით ძალზე მნიშვნელოვანია განათლების უფლების შესრულებისთვის, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. როგორც ჩანს, განათლების უფლება ეკონომიკური აუცილებლობაა, რაზეც დამოკიდებულია ამ ქვეყნების განვითარება. განათლება ყველა სახელმწიფოს მიერ უნდა განიხილებოდეს, როგორც გრძელვადიანი, პრიორიტეტული ინვესტიცია, რადგან ის აუმჯობესებს ადამიანურ რესურსებს, რაც მნიშვნელოვანი შენატანია ეროვნული განვითარების პროცესში.

    განათლების, როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციის, მნიშვნელობას ხაზს უსვამენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც. ძირითადი განათლების ეფექტური უზრუნველყოფა დამოკიდებულია პოლიტიკურ შეხედულებებსა და ნებაზე, რომელიც განმტკიცებულია შესაბამისი ფისკალური, ეკონომიკური, სავაჭრო, შრომის, დასაქმების და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკით. ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური და ფინანსური ვალდებულება, სახელმწიფო სექტორის წამყვანი როლი, სამართლიანობა ამ სექტორში, საგანმანათლებლო გადასახადების შემცირება, საგანმანათლებლო რეფორმების განვითარების სხვა სტრატეგიებთან ინტეგრაცია.

    განათლების უფლების სრული აღსრულებისთვის საჭიროა ინსტიტუციური მხარდაჭერა. ამ კუთხით იუნესკო წამყვან როლს ასრულებს, რადგან განათლება მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა. იუნესკოს შემუშავებული აქვს სხვადასხვა მექანიზმები, რომლებიც განათლების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების უკეთ შესრულებისთვისაა გამიზნული. განათლებაში დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კონვენციის წევრმა ქვეყნებმა იუნესკოს ყოველწლიურად უნდა წარუდგინონ მოხსენებები, თუ რა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს მიმართავენ ისინი კონვენციის სასარგებლოდ.

    ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, ზედამხედველობას უწევს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესრულების პროცესს პაქტის წევრ ქვეყნებში. იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობისთვის ყურადღება უნდა მიექცეს შედარებით მაჩვენებლებს, როგორიცაა: წერა-კითხვის უცოდინართა ხვედრითი წილი, რეგისტრაციის კოეფიციენტი სწავლის დამთავრებისა და შეწყვეტის კოეფიციენტი, მოსწავლეებისა და მასწავლებლების პროპორცია, განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯების შეფარდება მთლიან სახელმწიფო ხარჯებთან ან სხვა სექტორის ხარჯებთან.

    „განათლება თავისუფლების უფრო კარგი დამცველია, ვიდრე მუდმივი ჯარი“.

    ედვარდ ევერეტი

    იმპლემენტაციის პრობლემები

    სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესრულება ხშირად მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს საჭიროებს. მრავალ ქვეყანაში განათლებაზე სახელმწიფო სახსრების მთავარი ნაწილი იხარჯება.

    ხშირად ბავშვებისთვის განათლების უფლებით სარგებლობის მთავარ დაბრკოლებას სიღარიბე წარმოადგენს. როგორც წესი, მსოფლიოში ბავშვების 90% სკოლაში შედის. მთავარი პრობლემები შემდეგ წარმოიშვება, როცა მოსწავლეთა დიდი ნაწილი სწავლას თავს ანებებს ან ერთსა და იმავე კლასში რამდენჯერმე რჩება.

    ფინანსების ნაკლებობა სათანადო ორგანოებს საშუალებას არ აძლევს ააშენონ ახალი სკოლები, ხელი შეუწყონ მასწავლებელთა მომზადების ცენტრების ფუნქციონირებას, შეარჩიონ კომპეტენტური მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი, სკოლები უზრუნველყონ სასწავლო მასალებით და სხვა რესურსებით, ასევე უზრუნველყონ ნორმალური სატრანსპორტო სისტემის არსებობა. ყველაფერი ეს პირდაპირაა დამოკიდებული სახელმწიფოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. სიღარიბის გამო ოჯახებს არ შეუძლიათ გადაიხადონ სწავლის და სასწავლო მასალების საფასური. სიღარიბე ასევე იწვევს შიმშილს, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის განვითარებად ტვინს.

    განათლების უფლების ცხოვრებაში ეფექტური გატარების კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ფართოდ გავრცელებული ბავშვის შრომა. სამწუხაროდ, მრავალ ოჯახს სჭირდება ის დამატებითი შემოსავალი, რომელსაც ბავშვების მიერ გაწეული სამსახურის სანაცვლოდ იღებს და ამის გამო ოჯახს არ შეუძლია ბავშვის სკოლაში გაშვება.

    სიღარიბე და ბავშვთა შრომა ხელს განსაკუთრებით გოგონების განათლებას უშლის. ბევრ გოგონას იმისათვის, რომ იარსებოს, მძიმე შრომა უწევს საკმაოდ ადრეულ ასაკში. მათ ასეთი სიმძიმე აწვებათ არა მარტო ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე, არამედ სოციალური მოლოდინების გამოც, რაც უკავშირდება ადრეულ დედობას და ძველმოდურ დამოკიდებულებებს. გოგონების განათლების შესახებ ტრადიციულ შეხედულებებს ჯერ კიდევ დიდი ზეგავლენა აქვს და მშობლებს გოგონების სკოლაში შეყვანის სურვილს უკარგავს. გოგონებისთვის განათლების მიღებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობის უზრუნველყოფა მზარდი საერთაშორისო საზრუნავია.

    საერთაშორისო და შიდა შეიარაღებული კონფლიქტები და სოციალური უთანხმოება ცხოვრების ნორმალურ ტემპს არღვევს. სასწავლო პროცესი ფერხდება, როცა სკოლები კონფლიქტის რეგიონთან ახლოს მდებარეობს. ჰუმანიტარული სამართლით უზრუნველყოფილი გარანტიების მიუხედავად სკოლებზე თავდასხმის შემთხვევები მაინც არსებობს. ეს განათლების უზრუნველყოფის კიდევ ერთი დაბრკოლებაა.

    წყარო

    ➤Учим русский.Диалоги.

    ➤შეფასების რუბრიკები.



    შეფასება უცხოურ ენაში

    შეფასების კომპონენტები უცხოურ ენებში
    საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები
    შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები
    ენობრივი ცოდნა და უნარები

    • ლექსიკური ცოდნა
    • გრამატიკული ცოდნა
    • ლექსიკური და გრამატიკული უნარ-ჩვევები (ცოდნის კონტექსტში გამოყენება)
    • გამოთქმა
    • მართლწერა

    კომუნიკაციური უნარები

    • კითხვა-გაგება
    • ხმამაღალი კითხვა
    • მოსმენა-გაგება
    • ზეპირი კომუნიკაცია (ინტერაქცია, გაბმული ლაპარაკი, ზეპირი გამოსვლები)
    • წერითი კომუნიკაცია

    კულტურა

    • შესწავლილი საკითხების ცოდნა
    • კულტურული თავისებურებების ამოცნობა-გაანალიზება

    სასიცოცხლო უნარ-ჩვევები

    • შემოქმედებითობა
    • თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან)
    • სასწავლო სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება (კითხვის, წერის, მოსმენისა და ზეპირმეტყველების)
    • სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით
    • სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი

    უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით

    • სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოებით (სწორი ფორმის ამოცნობა, ფორმის/კონსტრუქციის ტრანსფორმირება ნიმუშის მიხედვით, კონტექსტის მიხედვით სწორი ფორმის წარმოება, შეცდომების ამოცნობა-გასწორება, სინონიმებისა და ანტონიმების დაკავშირება/მოფიქრება, ნაკლულ ტექსტში სიტყვების ჩასმა და სხვა);
    • სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანის გადაჭრა (შემოხაზე სწორი ვარიანტი; მონიშნე, სწორია თუ არა; იპოვე სწორი თანამიმდევრობა, ამოიცანი უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით, შეაფასე შენი მეწყვილის/საკუთარი ნაწერი, შეაფასე გამომსვლელები და სხვა);
    • სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ მეწყვილესთან ერთად, ჩამოართვი ინტერვიუ თანაკლასელს, წარმოადგინე კლასის წინაშე შენი ჯგუფის ნამუშევარი, გადმოეცი შენი მოსაზრება და დაასაბუთე, იმსჯელე, დაახასიათე, მოყევი და სხვა);
    • სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (მისწერეთ წერილი მეგობარს ზაფხულის არდადეგების შესახებ, მოამზადეთ ჯგუფურად სტატია ცნობილი მსახიობის შესახებ, შეადგინეთ ბიოგრაფიული ცნობარი, დაასრულეთ ამბავი, დაიყავით ჯგუფებად და შეადგინეთ კინორეკლამა/ტურისტული გზამკვლევი; დაწერეთ, თქვენი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ, დაასაბუთეთ და სხვა);
    • პროექტის განხორციელება.

    შენიშვნა: დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:

    • ხმამაღალი კითხვა
    • ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
    • გამოწერა
    • გადაწერა
    • კარნახით წერა

    შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

    შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს უცხოური ენების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს უცხოური ენების სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს.

    შემაჯამებელ დავალებათა ტიპები
    სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. უცხოური ენების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:

    • მოსმენილი ან ზეპირი ტექსტის გაგება - გააზრება
    • სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა
    • როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობა
    • ინტერაქცია კონკრეტული საკითხის/თემის ირგვლივ
    • საუბარი კონკრეტული თემის/საკითხის შესახებ
    • ზეპირი მოხსენება
    • განხორციელებული პროექტი
    • და სხვა


    მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები

    • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული (კითხვა, მოსმენა) დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
    • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
    • 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
    • მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.


    ზოგადი რუბრიკის ნიმუში:
    შეფასების ზოგადი რუბრიკა წერითი და ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის

    } პირობასთან შესაბამისობა
    } კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
    } ენობრივი უნარ-ჩვევები
    } შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

    კონკრეტული რუბრიკების ნიმუშები
    ნიმუში 1. შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში
    დავალების პირობა: მოცემულ სურათზე დაყრდნობით შეადგინე და მოყევი ამბავი - რა ხდებოდა სურათის გადაღებამდე ორი-სამი საათით ადრე და რა მოხდა შემდეგ. დააზუსტე პერსონაჟთა ვინაობა, დაახასიათე ისინი, გადმოეცი ამბები, მიუთითე მოქმედებათა თანამიმდევრობა, დრო და ადგილი. საუბრის მინიმალური დრო - 2 წუთი






































    ზეპირი და კითხვითი საკლასო აქტივობები

    ფასდება  შემდეგი უნარები:

    •   მოსმენის უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი მოსმენა )
    •   კითხვის უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი კითხვა )
    •  ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი ლაპარაკი)
    • გამოთქმა
    •  გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა
    •   თვითშეფასება , თანაშეფასება   და სხვა.


    უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით:

    • უცნობი სიტყვების ამოცნობა კონტექსტის მიხედვით
    • მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე სწორი პასუხის შემოხაზვით
    •   ტექსტზე მუშაობა ლექსიკონის დახმარებით
    •   არეული აბზაცები/დიალოგის დალაგება
    •  ტექსტის/აბზაცის დასათაურება
    • არეულად მოცემული სიტყვების ნაკლულ ტექსტში ჩასმა
    •   სიმულაციური სიტუაციის გათამაშება
    • კითხვების დასმა
    • პასუხების გაცემა
    •  ამბის მოყოლა
    • გრამატიკული კონსტრუქციების და ფორმების ამოცნობა
    • სინონიმური/ანტონიმური წყვილების დაკავშირება
    • მცდარი გრამატიკული ფორმების ამოცნობა
    •  თვითშეფასების სქემების შევსება და სხვა მრავალი.



    საკლასო წერის აქტივობები




    ფასდება შემდეგი უნარები:

    • წერითი მეტყველების უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი წერა )
    • გრამატიკული, ლექსიკური და ორთოგრაფიული უნარ-ჩვევა
    • თვითშეფასება, თანაშეფასება



    უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით:



    • სხვადასხვა ტიპის ტექსტის შეფგენა (მისალოცი ბარათი, მოსაწვევი, კულინარული რეცეპტი, მოგონება,..)
    • პროექტის შექმნა (მაგ. სარეკლამო აფიშა)
    • წინანდადებაში/ტექსტში მეტყველების ნაწილის შესაბამისი ფორმით ჩასმა, წინადადებების/ტექსტების ტრასფორმირება (მაგ. აწმყოდან - მომავალში, მამრობითიდან - მდედრობითში, მხოლობითდან - მრავლობითში,თხრობითი კილოდან - ბრძანებითში,.. ), ნაკლულ ტექსტში წინდებულების ჩასმა
    • სიტყვების წარმოება პრეფიქს/სუფიქსებით
    • წინადადების დასრულება, კითხვებზე პასუხის გაცემა
    • პასუხების მიხედვით კითხვების დასმა და სხვა მრავალი.       


    საშინაო დავალება


    ფასდება შემდეგი უნარებით:

    • შესრულებული დავალების ხარისხი
    • დავალებათა შესრულების სისტემურობა


    შეფასების რუბრიკის დანიშნულება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით კლასებში


    თანამედროვე ეტაპზე ეფექტური და წარმატებული სწავლების მისაღწევად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, რაშიც ძალზედ დიდ როლს ასრულებს მოსწავლეთა ობიექტური შეფასება, შეფასების მრავალმხრივი მიდგომა, შეფასების რუბრიკების გამოყენება მუშაობის პროცესში.
    დღესდღეობით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება - განმსაზღვრელიდა განმავითარებელიგანმსაზღვრელი შეფასება სწავლის ხარისხს აკონტროლებს და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებით მოსწავლის მიღწევის დონეს ადგენს; განმსაზღვრელ შეფასებაში ქულა იწერებაგანმავითარებელი შეფასება თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას აკონტროლებს და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
    მოსწავლეთა სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულებისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის, სასურველია, უმცროსკლასელები გაკვეთილებზე ყოველდღიურად შევაფასოთ; ამისათვის გამოვიყენოთ წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკები. სქემებში საგნობრივი სტანდარტის მიხედვით განვსაზღვროთ ინდიკატორები, შეფასების კრიტერიუმებში მივუთითოთ კომპეტენციის დონეები-მაგალითად, მაღალი, საშუალო, დაბალი. მაღალი შეფასება, ასევე, შეგვიძლია გამოვხატოთ ღიმილების, ყვავილების, ვარსკვლავების და სხვა ნიშნების მინიჭებით, რასაც წარმატებით ვიყენებთ კიდეც სწავლების პროცესში.


    ЦЕЛЬ ОЦЕНКИ РУБРИКИ В НАЧАЛЬНЫХ КЛАССАХ ОБЩЕОБРАЗОВАТЕЛЬНЫХ ШКОЛ


    На сегодняшний день важно повысить мотивацию учащихся для достижения эффективной и успешной преподавательской деятельности. Объективная оценка учеников, комплексный подход к оценке используя рубрики, играет большую роль в этом процессе.
    В настоящее время два типа оценки используются в государственных школах – определительная иразвивающаяОпределяющая оценка контролирует качество обучения и определяет достижение учеником в соответствии с целями, определяемых национальной учебной программы. Развивающаяоценка контролирует динамику развития каждого ученика и способствует улучшению качества обучения.
    Оценка учащихся начальных классов на ежедневной основе, желательно для положительного отношения к обучению и повышения их мотивации; мы можем использовать заранее подготовленные рубрики оценки для того, чтобы сделать это. Мы должны определить показатели в схеме в соответствии с стандартом предмета, указать уровни компетентности в критериях, например,высокий, средний, низкий. Мы можем выразить высокую оценку: улыбками, цветами, звездами и любыми другими знаками, которые успешно используются в учебном процессе.

    ➤სასწავლო გეგმა მეორე უცხო ენაში.


    მუხლი 6. სასწავლო გეგმა მეორე უცხოურ ენაში


    პუნქტი 1. მეორე უცხოური ენა დაწყებით საფეხურზე
    ქვეპუნქტი 1. მეორე უცხოური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე

    დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნებია:

    •  მოსწავლის ენობრივი ცნობიერების განვითარება;
    • მეორე უცხოურ ენაზე ენობრივ-საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
    • ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება;
    • ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.


    მიმართულებების აღწერა

    დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად უცხოური ენის სწავლება სამი მიმართულებით უნდა გაიშალოს: 
    1. კომუნიკაცია (მოსმენა/მოსმენა-ყურება, კითხვა, წერა, ლაპარაკი),
    2. უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება,
    3. კულტურათა დიალოგი. 


    1. მიმართულება: კომუნიკაცია

    მოსმენა/მოსმენა-ყურება - ამ ეტაპზე მოსმენა მეორე უცხოური ენის ათვისების მთავარ არხს წარმოადგენს, ამიტომ სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი წარმოთქმის ჩამოსაყალიბებლად. მოსასმენი ტექსტები გამოიყენება ნიმუშებად ზეპირმეტყველებისათვის, ამიტომ ტექსტები უნდა შეიცავდეს ნაცნობ ლექსიკასა და გრამატიკულ კონსტრუქციებს. 

    კითხვა - მოსწავლეები მუშაობენ როგორც გაწაფულ კითხვაზე, ანუ კითხვის ტექნიკაზე, სიტყვების, წინადადებების გაშიფრვაზე, ისე - ტექსტების გაგებაზე. ტექსტის გაგების უნარის გასავარჯიშებლად, მოსწავლეები უნდა ჩავაყენოთ აქტიური მკითხველის მდგომარეობაში. ამისათვის მათ ტექსტის წაკითხვამდე უნდა მივცეთ კონკრეტული საკითხავი ამოცანა, რომლის გადაჭრაც აიძულებს მათ კითხვისას სააზროვნო ოპერაციების წარმოებას; 

    წერა - აღნიშნულ ეტაპზე სწავლება, ძირითადად, რეპროდუცირებას დაეფუძნება. წერითი დავალებები მრავალფეროვან, სახალისო და შინაარსიან კონტექსტებზე უნდა აიგოს. წერა ხელს შეუწყობს როგორც კითხვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ისე ენობრივი მასალის დამახსოვრებას. 

    ლაპარაკი – პირველ ეტაპზე სწავლების სტრატეგია მიმართულია რეპროდუცირებისკენ. რეპროდუცირების მიზანია სწორი წარმოთქმის ჩამოყალიბება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება-განმტკიცება. პროდუცირება შეზღუდული სახით მიმდინარეობს. მოსწავლეები შესწავლილი ლექსიკური მასალის გამოყენებით დასვამენ და უპასუხებენ კითხვებს და ნიმუშების მიხედვით გაითამაშებენ მარტივ სცენებს. 


    2. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება 

    ეს მიმართულება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სოციალურად აქტიური ინდივიდის აღზრდას, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის მქონე მოქალაქეებთან თანამოღვაწეობას. მთავარი უნარი, რომლის განვითარებასაც უნდა მოემსახუროს ეს მიმართულება, კომპლექსური ხასიათის ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრას გულისხმობს ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობის ფორმატში. ასეთი ტიპის დავალებები ხელს უწყობს ენობრივი და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების უკეთ დაუფლებას, რამდენადაც მოსწავლეებს უწევთ ენობრივ თუ კომუნიკაციურ აქტივობებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განსხვავებულ სიტუაციაში გადატანა. ამ ეტაპზე მოსწავლეები სამიზნე ქვეყნის კულტურულ და სოციოკულტურულ რეალიებზე განახორციელებენ საგანმანათლებლო პროექტებს. 

    3. მიმართულება: კულტურათა დიალოგი


    უცხოური ენის სწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. ამდენად, წარმატებული კომუნიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც. სწორედ ამ უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება მიმართულება “კულტურათა დიალოგი". 

    მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, ამოიცნონ უცხო კულტურის თავისებურებები, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, შეაფასონ და პარალელები გაავლონ საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან. ასეთი სახის აქტივობები მოსწავლეებს კულტურული კუთვნილების განცდას გაუძლიერებს, საშუალებას მისცემს გააცნობიერონ კულტურული მრავალფეროვნება, ასწავლოს საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასება. 


      ქვეპუნქტი 2. V-VI კლასების სტანდარტი

    ა) დაწყებითი საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგები 

    ინდექსების განმარტება

    სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების საფეხურსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., IIუცხ.დაწყ.1.:

    „IIუცხ.“ - მიუთითებს საგანს „მეორე უცხოური ენა“;
    „დაწყ.“ - მიუთითებს დაწყებით საფეხურს; 
    „(II)“ – მიუთითებს, რომ სტანდარტი მოიცავს V-VI კლასებს;
    „1“ - მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.
    მეორე უცხოური ენის სტანდარტი

    შედეგების ინდექსები
    1.    მიმართულება: კომუნიკაცია

    სტანდარტის შედეგები
    მოსწავლემ უნდა შეძლოს:
    IIუცხ.დაწყ.(II)1.
    სტანდარტით განსაზღვრული თემატიკის შემცველი მცირე ზომის  ტექსტების  გაგება.  
    მოსმენა/ მოსმენა-ყურება
    IIუცხ.დაწყ.(II)2.
    სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გასაადვილებლად.
    IIუცხ.დაწყ.(II)3. 
    გაწაფულად კითხვა.


    კითხვა

    IIუცხ.დაწყ.(II)4
    სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ზოგადი შინაარსის გაგება, კონკრეტული დეტალების ამოცნობა და  კონკრეტული ინფორმაციის მოძიება.
    IIუცხ.დაწყ.(II)5
    სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გასაადვილებლად.
    IIუცხ.დაწყ.(II)6.
    მოდელის ან კონკრეტული საყრდენების მიხედვით მცირე მოცულობის ტექსტების შედგენა ნასწავლი თემატიკის გარშემო და ელემენტარულ ენობრივ საშუალებების გამოყენება,კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმებისადაცვა.


    წერა
    IIუცხ.დაწყ.(II)7
    სათანადო სტრატეგიების გამოყენება ნაწერის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად.
    IIუცხ.დაწყ.(II)8.
    სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით  წარმოთქმა.


    ლაპარაკი

    IIუცხ.დაწყ.(II)9.
    სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია და რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
    IIუცხ.დაწყ.(II)10.
    სამეტყველო ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება.

    2.    მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
    IIუცხ.დაწყ.(II)11.

    მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად  სხვადასხვა ტიპის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. 

    3.    მიმართულება: კულტურათა დიალოგი
    IIუცხ.დაწყ.(II)12.

    მოსწავლემ უნდა შეძლოს ილუსტრაციებსა და ტექსტებში საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა, სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარება და მსგავსება-განსხვავებების აღმოჩენა.

    ბ) შინაარსი
    შედეგების მიღწევა დაეფუძნება შემდეგ შინაარსს:

    1. თემატიკა

    • ინდივიდი: პირადი მონაცემები, წარმომავლობა, სხეული, გარეგნობა, ტანსაცმელი; 
    • ინდივიდის გარემოცვა: ოჯახი, ნათესავები, მეგობრები; ცხოველთა/ფრინველთა სამყარო; ბუნება/ბუნების მოვლენები; საცხოვრებელი ადგილი, ქალაქი, სოფელი; ამინდი; საყოფაცხოვრებო ნივთები; სკოლა/სასკოლო ნივთები, სასკოლო საგნები; სურსათი; დღესასწაულები / ზეიმები; 
    •  აქტივობები: ყოველდღიური საქმიანობა, განრიგი, გართობა, ჰობი, სპორტი, თამაშები;  
    • ორიენტირები: წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები, დღე და ღამე; 
    • მახასიათებლები: ფერი, ზომა, ფორმა, რაოდენობა.


    2. სოციოკულტურა და კულტურა

    • დღესასწაულები და ტრადიციები: რამდენიმე მნიშვნელოვანი დღესასწაული, მათი თავისებურებები, დეკორაციები, ტრადიციული კერძი, პერსონაჟები და სხვა;
    • კვება: მოზარდის ჩვეული საუზმე;
    • თავისუფალი დრო/გართობა/დასვენება: ტიპობრივი აქტივობები;
    • სასკოლო საგნები, სასკოლო კვირის განრიგი;
    • საკუთარი სახელები და კნინობითი ფორმები;
    • სახელმწიფო სიმბოლოები;
    • დედაქალაქი/ქალაქი და მისი რამდენიმე ღირსშესანიშნაობა.


    3. ტექსტის ტიპები

    ა) პრაგმატული ტექსტები: მითითება, სავარჯიშოს პირობა, ინსტრუქცია, საჯარო წარწერა (გამაფრთხილებელი წარწერა, გაჩერების/მაღაზიის/საჯარო შენობის დასახელება, აბრა), ანკეტა, დღის/კვირის განრიგი, გაკვეთილების ცხრილი, ბილეთი, კატალოგი, სამარშრუტო გეგმა, მენიუ, კულინარული რეცეპტი, ღია ბარათი, მეგობრული წერილი, მარტივი შეტყობინება, ამინდის პროგნოზი. 

    ბ) სასწავლო მიზნებით შედგენილი (დიდაქტიზებული) და ადაპტირებული ტექსტები: 

    • თემატური დიალოგი, მონოლოგი, მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები და სხვა;
    • ადაპტირებული სტატიები საბავშვო ჟურნალ-გაზეთებიდან და სხვა.


    გ) საბავშვო ლიტერატურა: ლექსები, გათვლები, ენის გასატეხები, ადაპტირებული ზღაპრები.

    დ) მულტიმედიური ტექსტები: კომიქსები, საბავშვო სიმღერები, სხვადასხვა სახის აუდიო-ვიდეო რესურსები, ანიმაციური ფილმები, საბავშვო გადაცემები და სხვა.

    4. ენობრივი საშუალებები 

         4.1. სამეტყველო აქტები


    • ინტერაქცია სოციალური ურთიერთობებისას: მისალმება, მოკითხვა, დამშვიდობება, გაცნობა, მობოდიშება, მადლობის გადახდა, მილოცვა, შეთავაზება, დახმარების თხოვნა, ნებართვის აღება/მიცემა; 
    • ინტერაქცია ინფორმაციის მოსაპოვებლად: პირადი მონაცემების (ვინაობა, წარმომავლობა, ასაკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) გაცვლა; ადამიანის/ცხოველის/საგნის/საქმიანობის აღწერა/დახასიათება; თარიღის, საქმიანობის, ჯანმრთელობის, ამინდის გაგება; 
    • ინტერაქცია შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ:მოწონება/არმოწონება; სურვილისა და ინტერესის გამოხატვა; დადებითი და უარყოფითი შეფასება; დათანხმება, უარყოფა, აკრძალვა; 
    • ინტერაქცია ემოციებისა და შეგრძნებების შესახებ: ემოციებისა (სიხარული, ბრაზი, წუხილი, გაოცება, შიში) და შეგრძნებების (ტკივილი, წყურვილი, შიმშილი, სიცივე, სიცხე) გამოხატვა; 
    • ინტერაქცია დროისა და სივრცის შესახებ: დროის მითითება, ადგილმდებარეობისა და მიმართულების მითითება.


    4.2. გრამატიკა

    დაწყებით საფეხურზე ენობრივი საკითხების სწავლება ხორციელდება პრაქტიკული აქტივობებით აბსტრაქტული ტერმინების, წესებისა და თეორიული განმარტებების გარეშე. მოსწავლეებმა კონტექსტში უნდა ამოიცნონ და გამოიყენონ საკომუნიკაციო მიზნის განსახორციელებლად საჭირო შემდეგი გრამატიკული საშუალებები: 

    • დროისა და კილოს გამომხატველი ზმნის ფორმები;
    • ადგილმდებარეობის, მიმართულებისა და დროის გამომხატველი მარტივი ენობრივი საშუალებები (მაგ.: ზმნიზედა, წინდებული, შესიტყვება);
    • სინტაქსური მიმართებები მარტივი წინადადების წევრებს შორის (მაგ.: ზმნისა და არსებითი სახელის შეთანხმება პირსა და რიცხვში; არსებითი და ზედსართავი სახელების შეთანხმება რიცხვში/სქესში);
    • სიტყვათა რიგის დაცვა მარტივ გაუვრცობელ და გავრცობილ წინადადებაში.


    ენობრივი საშუალებების დეტალური აღწერა ენების მიხედვით იხილეთ დანართში: „სარეკომენდაციო შინაარსი უცხოური ენებისათვის, V-VI კლასები“.